ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში IV სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

17 ოქტომბერი 2018

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში IV სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურული გარემოს ადაპტირების შეფასების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენელი დაესწრო. დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით და ექსპერტების დახმარებით იგეგმება, რომ ჩატარდეს კვლევა, თუ რამდენად პასუხობს საერთო სასამართლოების შენობები საერთაშორისო სტრანდარტებს შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურის ადაპტირების კუთხით. სამუშაო ჯგუფმა დონორი ორგანიზაციის წინადადება მოიწონა და მხარი დაუჭირა. IV სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც დაესწრო.