ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 25 ოქტომბერს 15:00 საათზე III სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

24 ოქტომბერი 2018

2018 წლის 25 ოქტომბერს, 15:00 საათზე სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიის ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიმართულებაზე პასუხისმგებელი III სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

თემა: „2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მდგომარეობა.“