2016 წლის 15 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ახლად დანიშნულმა 3 მოსამართლემ - ვალერიანე ფილიშვილმა (გორის რაიონული სასამართლო), პაატა ფხალაძემ (ბოლნისის რაიონული სასამართლო) და ნანა ჯოხაძემ (მაგისტრატი მოსამართლე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში) მოსამართლის ფიცი დადეს.
ახლად დანიშნული მოსამართლეები სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებას 2016 წლის 15 თებერვლიდან შეუდგებიან.