ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წლის ვადით გამწესებულ ექვს მოსამართლესთან გასაუბრება გაიმართა, კენჭისყრის შედეგად კი ისინი უვადოდ გამწესდნენ

27 დეკემბერი 2018

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წლის ვადით გამწესებულ ექვს მოსამართლესთან გასაუბრება გაიმართა, კენჭისყრის შედეგად კი ისინი უვადოდ გამწესდნენ. ესენი არიან : ნუნუ ნემსიწვერიძე,პაატა ნოზაძე,ვალერიან ფილიშვილი,პაატა ფხალაძე,ნანა ჯოხაძე,ლევან მურუსიძე.

 

მოსამართლე ლევან მურუსიძის გასაუბრება ღია ფორმატში წარიმართა. ღიაობის სურვილი მან თავად გამოთქვა. პროცესს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. გასაუბრებას, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ჟურნალისტები აშუქებდნენ.

 

კენჭისყრის შედეგად ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა. მოსამართლემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის მხარდაჭერა მიიღო.