2023 წლის 7 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა. 2022 წლის 1/130 განკარგულებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად თანამდებობაზე რვა მოსამართლე დაინიშნა.
თამარ ჭუნიაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.
ზაზა რამიშვილი- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
ტარიელ ტაბატაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
გიორგი ლობჟანიძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში
ნანა ჩალათაშვილი - გურჯაანის რაიონული სასამართლო
ნატა თედეშვილი - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
ქრისტინე კოპალიანი - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
ია ლაბაძე - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია