2022 წლის 7 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში კენჭისყრა გაიმართა. 2021 წლის 1/148 განკარგულებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად თანამდებობაზე შვიდი მოსამართლე დაინიშნა.
გულიკო კაჟაშვილი -ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
ნინო სახელაშვილი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
ნინო ჯოჯუა - ბოლნისის რაიონული სასამართლო
გიორგი მთიულიშვილი - გურჯაანის რაიონული სასამართლო
დარეჯან კვარაცხელია - სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში
ლიკა ბოკერია - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
ეკატერინე მაღრაძე - ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხობის მუნიციპალიტეტში