იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ფიცი თხუთმეტმა ახლადგანწესებულმა მოსამართლემ დადო.
ქეთევან ლოთიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ნინო ჩინჩალაძე, დავით თეთრაული, ზვიად გოჩაშვილი, ზვიადი ცეკვავა, ეკა ბარბაქაძე, ვლადიმერ წითლაური, მარიამ ჩუბინიძე, ნანა გოგოლაძე, სოსო სალთხუციშვილი, თამთა საჯაია, ტარიელ ბალაბანიშვილი, სალომე ჯაბიძე და ლალი აბაშმაძე სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.
ახლადგანწესებული მოსამართლეები უფლებამოსილების განხორციელებას 2024 წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგებიან.