ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება გაიმართება

30 სექტემბერი 2019

1 ოქტომბერს, 10:30 საათიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება ჩატარდება სამი წლის ვადით განწესებულ იმ მოსამართლეებთან, რომლებსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება აქვთ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 79(4) მუხლის თანახმად საბჭოს უვადოდ განწესების თხოვნით მიმართეს.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები 18 მოსამართლეს გაესაუბრნენ.