ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება დასრულდა

18 ივნისი 2018

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება დასრულდა.  საუბარია იმ  მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობაზე  2015 წლის 1 აგვისტოს გამწესდნენ და სამწლიანი ვადა ეწურებათ. 

გასაუბრების პროცესში დღეს მონაწილეობდნენ: ნანა აფციაური, ეკატერინე კულულაშვილი, დავით კურტანიძე, ქეთევან მინაშვილი, თამარ ოქროპირიძე, ანა ჩხეტია, დავით წერეთელი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და გასაუბრების საფუძველზე კანონით დადგენილი წესით  შვიდი  მოსამართლის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით იმსჯელებს. საბჭო გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით  ხმათა 2/3 მიიღებს.