იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის 18 კანდიდატთან გასაუბრება გაიმართა. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრების პროცესი ხვალაც გაგრძელდება. გასაუბრება 12 ოქტომბერს 10:30 საათზე დაიწყება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსმენელთა შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში 121 კანდიდატი მონაწილეობს.