იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა.
დღეს საბჭოს წევრები 14 კანდიდატს გაესაუბრნენ.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა კონკურსში 121 კანდიდატი მონაწილებდა, გასაუბრება კი 115-მა გაიარა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსმენელთა შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით მიიღებს.