2012 წლის 20 ნომებერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩეხეთისა და მოლდოვეთის დელეგაციები ესტუმრნენ. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლაშა კალანდაძე და საბჭოს დეპარმანეტების უფროსები.
ჩეხეთისა და მოლდოვეთის დელეგაციები წარმოადგენენ ამ ქვეყნების სახელმწიფო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლაშა კალანდაძე სტუმრებს დაწვრილებით ესაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციებზე, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების ევოლუციაზე საქართველოში, კორუფციის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე. თავის მხრივ ჩეხეთისა და მოლდოვეთის დელეგატებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს მათი გამოცდილება.
შეხვედრისას სტუმრებმა ქართველი კოლეგებისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.