ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზბეკეთის დელეგაცია სასწავლო ვიზიტით ესტუმრა

04 ოქტომბერი 2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზბეკეთის დელეგაცია სასწავლო ვიზიტით ესტუმრა. უზბეკეთის უზენაესი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს,  სასამართლოს აპარატისა და არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უმასპინძლა. გიორგი მიქაუტაძემ უცხოელ კოლეგებს სასამართლოში დაგეგმილი და  განხორციელებული რეფორმა გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საბჭოს წევრები და დეპარტამენტების თანამშრომლები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უზბეკეთის დელეგაციის სასწავლო ვიზიტი  UNDP-სა და USAID-ის ორგანიზებით შედგა.