2015 წლის 18 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი - პედრო აგრამუნტი, კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე - გიუნტერ შირმერი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მდივანი - ალექსანდრე რამიშვილი და სხვა პირები.
სამუშაო შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს, საკანონმდებლო რეფორმებზე, წინასწარი პატიმრობის კანონიერ საფუძვლებზე და სტატისტიკურ მონაცემებზე.