2014 წლის 15 იანვარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და საბჭოს წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მაიკლ ასტრუპ იენსენსა და ბორის სილევიჩს შეხვდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლო რეფორმისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების საკითხებზე. ამასთან დაკავშირებით, დელეგაციის წევრებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრებს, სახალხო დამცველს, პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.