ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს

22 თებერვალი 2016

2016 წლის 20 თებერვალს მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა XVII რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა, რეგისტაცია 227-მა მოსამართლემ გაიარა. კონფერენცია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან თევზაძემ გახსნა. დღის წესრიგით გათვალისიწნებულ საკითხთა შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევაც იყო.

ფარული კენჭისყრით 213 ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად არჩეულ იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ზაზა მეიშვილს შუწყდება უფლებამოსილების ვადა.

სერგო მეთოფიშვილმა მადლობა გადაუხადა მოსამართლეებს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება მას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს.