ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

22 ოქტომბერი 2018

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ორდღიანი მედია სემინარი კახეთში "ლოპოტა სპა რეზორტში" ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ხელშეწყობით ჩატარდა.

ახალი კონსტიტუცია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სასამართლო სისტემა, მოსამართლეთა გამწესება და განათლება, გადატვირთულობის პრობლემა სასამართლოში- ეს ის საკითხებია, რაზეც სემინარის მონაწილეებმა ისაუბრეს. სხვადასხვა აქტუალურ თემებზე მოხსენება გააკეთეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საბჭოს წევრებმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სასამართლო რეფორმის პროცესში მედიის როლის შესახებ ჟურნალისტების მოსაზრებები მოისმინეს.

სამუშაო შეხვედრას დამოუკიდებელი ინსპექტორი, სხვადასხვა მედიასაშუალებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.