ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსი

06 სექტემბერი 2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იწყება.
15 კანდიდატთან გასაუბრება 9 სექტემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში 101 კანდიდატი მონაწილეობს.

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 21 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით ელექტრონულად მიმდინარეობდა. სკოლაში მისაღებ მსმენელთა რაოდენობა 20 ერთეულით განისაზღვრა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2019 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით გაორმაგდა იუსტიციის მსმენელთა სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. 1000 ლარის ნაცვლად ისინი თვეში 2000 ლარს მიიღებენ.