იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსისათვის კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდა 2015 წლის 16 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით და 2016 წლის 13 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსზე დარეგისტრირდა 109 კანდიდატი. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიმდინარე კონკურსის ფარგლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ მსმენელთა რაოდენობა განისაზღვრა არაუმეტეს 19 ერთეულით.