იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა კონკურსი გამოცხადდა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო. იუსტიციის მსმენელობის კანდიდატების რეგისტრაცია 6 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით ელექტრონულად იქნება შესაძლებელი applicant.hcoj.gov.ge საშუალებით. სკოლაში მისაღებ მსმენელთა რაოდენობა 10 ერთეულით განისაზღვრა.
დღესვე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სკოლის მსმენელთა შესარჩევად კენჭისყრა გაიმართა და სკოლაში 10 მსმენელი ჩაირიცხა.
1. ლიკა ბოკერია
2. გიორგი გელაშვილი
3. გულიკო კაჟაშვილი
4. ქრისტინე კოპალიანი
5. ეკატერინე მაღრაძე
6. გიორგი მთიულიშვილი
7. თამარ მჭედლიშვილი
8. ნინო სახელაშვილი
9. ნანა შამათავა
10. ნინო ჯოჯუა