2012 წლის 25 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შეჯამდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კონკურსის შედეგები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მე-9 ჯგუფი ჩაირიცხა.
2012 წლის 28 ივნისიდან სკოლაში სწავლას 9 მსმენელი შეუდგება, ესენი არიან: ქარქაშაძე ლადო, მელაძე ნინო, დარბაიძე ლევან, ლეონიძე თეა, ფარქოსაძე დიანა, გრატიაშვილი გიორგი, ბუაჩიძე ნინო, ბალავაძე ზურაბ და ფილიშვილი ვალერიანე.