2011 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შეჯამდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კონკურსის შედეგები. ამით დასრულდა კიდეც მიმდინარე კონკურსი, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა უკვე მე-7 ჯგუფი დაკომპლექტდა.
2011 წლის მაისის ბოლოდან სკოლაში სწავლას 6 მსმენელი შეუდგება, ესენი არიან: ხატია არდაზიშვილი, გიორგი ბუხრაშვილი, გერონტი კახეთელიძე, ნათია მერაბიშვილი, ხათუნა ხარჩილავა და ვლადიმერ ხუჭუა.