საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები 2016 წლის 27 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ეწვივნენ ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატს.
მათ პატარებს პროდუქტები, ტანსაცმელი და წიგნები ჩაუტანეს, აღნიშნულ აქციას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად ქართული შოკოლადის/ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია შპს ,,ბარამბოც“ შეუერთდა.
პანსიონატში დილის ლოცვის შემდეგ, აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს.
პანსიონატი 2004 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაარსდა. პანსიონატს ხელმძღვანელობს სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, სადაც 2-დან 18 წლამდე ასაკის 146 აღსაზრდელი ცხოვრობს.