იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის ფარგლებში დამატებითი განცხადებების მიღებას იწყებს.
საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით განხორციელდება 2021 წლის 6 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ახალი განცხადებების მიღება შესაძლებელია ჯამში თერთმეტ ვაკანსიაზე.
გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს მიიღეს