საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მწუხარებას გამოთქვამს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მაია ოშხარელის გარდაცვალების გამო.
მაია ოშხარელი წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ქართულ მართლმსაჯულებას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.