ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მიღებას (GE)

15 დეკემბერი 2014

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აცხადებს იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსს.

მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან არაა გასული 7 წელი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მატერიალური ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელზე;

ბ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი ან ცნობა;

გ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ასლი;

ე) ორი ფოტოსურათი 3X4.

ვ) ავტობიოგრაფია.

 

რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 15 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10:00-დან 17:30 საათამდე (შესვენება 13:30-დან 14:30 საათამდე), მისამართი: თბილისი, ბოჭორმის ქ. 12.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სამუშაო დღეებში 17:00-დან 18:30 საათამდე, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 227 31 00 (+) 111 ან 128

ან ნებისმიერ დროს ტელეფონზე: 227 31 09 (ავტომოპასუხეზე დაგვიტოვოთ თქვენი შეკითხვა, ვინაობა, ტელეფონის ნომერი და დაგიკავშირდებით)