ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

02 აპრილი 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე ისაუბრეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს ეხება.

 

"უცხოელ ექსპერტებს კანონპროექტის შესახებ ჩვენი მოსაზრებები გავაცანით. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც მოსამართლეთა სიმცირის გამო რთული ვითარებაა. ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რაც შეიძლება დროულად მიიღონ რეკომენდაციები “,-განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი მიქაუტაძემ.

 

დღესვე ვენეციის კომისიის ექსპერტები მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ლევან მურუსიძეს და წევრებს, გიორგი ტყავაძეს და მირანდა ერემაძეს შეხვდნენ.