იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მონიტორინგის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
OSCE/ODIHR-ის მონიტორინგის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან.
მხარეებმა შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან, დაკვირვების მეთოლოგიასა და ზოგად მანდატთან დაკავშირებით ისაუბრეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.