ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ

21 ნოემბერი 2017

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის საბჭოს წევრები, კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპაში), ტიტუს კორლეტანი (რუმინეთი, სოციალისტები, დემოკრატები და მწვანეთა პარტია), ბას კლეინი (სამდივნოს უფროსის მოადგილე, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი) და კრისტიან ურსე (ევროპის საბჭოს ოფოსის ხელმძღვანელი საქართველოში) ესწრებოდნენ, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

დელეგაციის წევრებთან  მთავარი სასაუბრო თემები იყო  სასამრთლო სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები,  დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი და  საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემა.