იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ამერიკელ ექსპერტს შეხვდნენ.
ვივიენ ვოკერმა სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და ამ მიმართულებით სტრატეგიულ და ტაქტიკურ ამოცანებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ვივიენ ვოკერი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ესტუმრა. შეხვედრას USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ხელმძღვანელი ადამ შმიტი, მისი მოადგილე ლორა ბერგერი და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.