ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დამოუკიდებელი ინსპექტორის ვებგვერდისა და ექვსთვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ

20 ივნისი 2018

საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოების წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ინფორმაციასა და საჩივრების სტატისტიკას გაეცნენ.

2018 წლის 15 ივნისის მდგომარეობით 275 დისციპლინური საჩივრიდან დამოუკიდებელმა ინსპექტორმა დასკვნა 100-მდე საჩივარზე მოამზადა. მოსამართლის დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება 25-მდე საქმეზე მიიღო.

დღესვე დამოუკიდებელი ინსპექტორის ვებგვერდის www.independent-inspector.ge  პრეზენტაცია გაიმართა. ვებგვერდი ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“-ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ის  ორენოვანია და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.