ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა

04 მარტი 2016

დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი. გაიმართა კენჭისყრა და თბისლის საქალაქო სასამართლო თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის ხუთი  წლის ვადით არჩევას მხარი დაუჭირა საბჭოს თორმეტმა წევრმა. წინააღმდეგი იყო 1 წევრი.

"საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგია არ არის. ეს პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რომ ამ საქმის კეთებას გავართვა თავი" - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ. ასევე მან თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ  პრობლემებზეც ისაუბრა  და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული მოხდეს გადაადგილებები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეები აირჩიეს. სისხლის სამართლის კოლეგიას-გიორგო ებანოიძე უხელმძღვანელებს; სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას-სერგო მეთოფიშვილი; საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას რევაზ ნადარაია; ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კვლავ გიორგი მიქაუტაძე უხელმძღვანელებს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლად დანიშნულ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობით დღეს წარადგენს.