დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. გასაუბრებისა და კენჭისყრის შედეგად რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეები აირჩიეს: ბათუმის საქალაქო სასამართლოში - დავით მამისეიშვილი; ბოლნისის რაიონულ სასამართლოში - თეა ლეონიძე; გორის რაიონულ სასამართლოში - ნიკოლოზ მარსაგიშვილი; ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში - ნატრული აკობია; თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში - ვლადიმერ ხუჭუა; რუსთავის საქალაქო სასამართლოში - მამია ფხაკაძე; სამტრედიის რაიონულ სასამართლოში - ლევან მეშველიანი; საჩხერის რაიონულ სასამართლოში - ივანე ყიფიანი; ფოთის საქალაქო სასამართლოში- თეიმურაზ სიხარულიძე; ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში - ხვიჩა კიკილაშვილი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში - დიმიტრი გვრიტიშვილი;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გოჩა აბუსერიძე.