იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები და პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვიწრო სპეციალიზაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციისას საუბარი შეეხო საქმეების განხილვის სტატისტიკურ მონაცემებს და აღინიშნა ამ მიმართულებით სასამართლო სისტემის პროგრესი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.