ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განცხადება

30 მარტი 2020

 ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მიუხედავად გლობალური პრობლემისა შეიძლება ითქვას, რომ ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა. რისკების შეფასებით და სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება. გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ამ პროცესს თან ახლდეს - მზად ვართ მისი მართვისთვის.

ჩვენ ვუფრთხილდებით ყველას ჯანმრთელობას და ვიცავთ მათ უსაფრთხოებას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ამავდროულად, ვცდილობთ, კოორდინირებულად ვიმუშაოთ, რათა ჩრდილი არ მიადგეს სამართალწარმოებას და არ დაირღვეს მოქალაქეთა უფლებები.

მადლობას ვუხდი თითოეულ მოსამართლეს თავდაუზოგავი მუშაობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც კარანტინის ზონაში ახორციელებენ უფლებამოსილებას და არ უშინდებიან არსებულ გამოწვევებს. მადლობა სასამართლოს აპარატს და ყველა თანამშრომელს - მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყების წარმომადგენელს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას