ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ანგარიშის წარდგენა

31 ოქტომბერი 2021

საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ნიკოლოზ მარსაგიშვილმა 2020-2021 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა შეაჯამა.
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მიმოიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი.
 
• ჯამში იუსტიციის უმაღლესი საბჭო 44 კანდიდატს გაესაუბრა. COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თითოეულ კანდიდატთან ჩატარებული საჯარო მოსმენის პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს youtube არხის მეშვეობით, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდიდა პროცესს.  
 
ნიკოლოზ მარსაგიშვილმა საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.
 
• საანგარიშო პერიოდში სისტემას დაემატა 46 ახალი მოსამართლე, რომლებიც 3 წლის ვადით განწესდნენ თანამდებობაზე და 37 მოქმედი მოსამართლე, რომლებიც განწესდნენ უვადოდ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და ანგარიშში ასახულ პრიორიტეტულ საკითხებზე. ისაუბრა საზოგადოებასთან კომუნიკაციაზეც
 
• მიმდინარე წელს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდი განახლდა. ახალი ვებგვერდის საშუალებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ოპერატიულად გაეცნონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.
 
ნიკოლოზ მარსაგიშილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წელს მიიღო 11 დადგენილება და 256 განკარგულება, ხოლო 2021 წლის განმავლობაში - 13 დადგენილება და 180 განკარგულება. ასევე, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ იქნა რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება.