ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა

23 ოქტომბერი 2022

საქართველოს მოსამართლეთა XXXI კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ყოველწლიური  ანგარიში მოისმინეს. ნიკოლოზ მარსაგიშვილმა 2022 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა შეაჯამა.  

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს პარლამენტმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით  ხუთი მოსამართლე აირჩია. ჩატარდა მოსამართლეობის შესარჩევი ერთი კონკურსი, სისტემას ექვსი ახალი მოსამართლე დაემატა.

*კოვიდრეგულაციების გაუქმების  შემდეგ წარმატებით ჩატარდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. გამოცდა ორმოცმა კონკურსანტმა ჩააბარა.

*იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, შშმ თემის ჩართულობით შეიმუშავა და დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ საერთო სასამართლოების 2022 წლის სამოქმედო გეგმა“, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სასამართლო შენობებზე და ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აქტივობების განხორციელებას.

*სასამართლოს მომხმარებელთათვის ინფორმაციის დროული და ეფექტიანი მიწოდების მიზნით შეიქმნა საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი. საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი -  ნომერზე 15 45 -  მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს.  საინფორმაციო ცენტრმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასამართლოს განტვირთვას.
 
*COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეებთან და მედიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის წესი შეიცვალა. პანდემიის დასრულებისთანავე კი ჟურნალისტები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ, როგორც სასამართლოს გარე პერიმეტრზე, ისე შენობის შიგნით.  
 
დღესვე, მოსამართლეთა კონფერენციაზე დამოუკიდებელი ინსპექტორის და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.