ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

25 ოქტომბერი 2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. გიორგი მიქაუტაძემ და კარლ ჰარცელმა სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა იმ დიდ პასუხისმგებლობაზე, რაც სასამართლო სისტემას ეკისრება ასოცირების ხელშეკრულებით. გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ სწორედ ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში დამტკიცდა სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული მიმართულებების გეგმაზომიერად შესრულებას.

გიორგი მიქაუტაძემ და კარლ ჰარცერმა თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში ევროკავშირი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.