იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.
გიორგი მიქაუტაძემ როს უილსონს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა.
მხარეებმა მიმდინარე პროცესებსა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრაზე გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტთან თანამშრომლობისა და პროცესის ღიაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მზაობა დაადასტურა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი პარტნიორია.