2015 წლის 18 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, კანონის უზენაესობის მდგრადი განვითარების ფონდის (FSRI) პრეზიდენტს ვიქტორ სჩატერს შეხვდა.
ვიზიტის მიზანი სასამართლო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების, კერძოდ მედიაციის განვითარებისათვის შესაბამისი წინა პირობების შესწავლა და საკუთარი გამოცდილების ქართული მხარისთვის გაზიარებაა.
სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, საქართველოს ადვოკატთა და სასამართლო მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეებთან.
ვიზიტის დასასრულს ვიქრორ სჩატერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს და სტუდენტებს შეხვდება.
ფონდი (FSRI) დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნებში მედიაციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობით.