ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას მოსამართლეს ბრაიან კოლინსს შეხვდა

08 ივლისი 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას მოსამართლეს ბრაიან კოლინსს შეხვდა. მხარეებმა სასამართლოების მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესების გზებზე იმსჯელეს.

ამერიკელი ექსპერტი ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს სტუმრობდა. მოსამართლემ სასამართლო პროცესების დაკვირვების პარალელურად შეხვედრები გამართა სასამართლოების თავმჯდომარეებთან და მოსამართლეებთან.

ბრაიან კოლინსი საქართველოში USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმყოფება.