იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამართლებრივ მრჩეველს შეხვდა.
ნიკოლოზ მარსაგიშვილს მაიკლ გრანტმა გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მისი შემცვლელი ლენა ოუენსი წარუდგინა. შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა სასამართლო სისტემის განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების როლი აღნიშნა. მხარეებმა მიმოიხილეს ერთობლივი პროექტები და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე.
აშშ-ის საელჩოს სამართლებრივ მრჩეველს მაიკლ გრანტს უფლებამოსილების ვადა 13 აგვისტოს ეწურება, მას ლენა ოუენსი შეცვლის.