ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა

11 თებერვალი 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

მთავარი საკითხი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა იყო, რაზეც მოსამართლეებმა საკუთარი პოზიცია გამოხატეს და სამართლებრივი არგუმენტები წარადგინეს.

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია და არ არსებობს უვადოდ დანიშვნის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი.

მოსამართლეებმა სხდომაზე თქვეს, რომ უვადოდ გამწესება არის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი და მიღწევა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლით სხდომას 150-მდე მოსამართლე დაესწრო. საკანონმდებლო ცვლილებეზე მსჯელობა 4 საათი გაგრძელდა.