ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ახალ შენობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. მათ შორის, მოისმინეს ინფორმაციები სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 2017 წელს განხორციელებული და 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურურული ღონისძიებებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე; საერთო სასამართლოებში საქმის განაწილების ელექტრონული სისტემის ამოქმედების საორგანიზაციო საკითხების შესახებ; ასევე, განიხილეს გადაწყვეტილების პროექტი - "მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/207-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
გასვლით სხდომას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.