ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით რვა მოსამართლე უვადოდ გამწესდა

14 თებერვალი 2019

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით რვა მოსამართლე უვადოდ გამწესდა.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით უვადოდ ის მოსამართლეები გაამწესეს, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ. მათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 79(4) მუხლის საფუძველზე შეფასების პროცედურების შეწყვეტისა და უვადოდ გამწესების შესახებ მიმართეს.

 

მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესდნენ:

 

ნატრული აკობია - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში                  12 ხმით

ეკა არეშიძე- თბილისის საქალაქო სასამართლოში                            14 ხმით

გია ბერაია- ახალციხის რაიონულ სასამართლოში                            12 ხმით

ლერი თედორაძე- ქუთაისის საქალაქო სასამართლოში                      13 ხმით

ინდირა მაშანეიშვილი- ბათუმის საქაალქო სასამართლოში                 12 ხმით

სალიხ შაინიძე- ბათუმის საქალაქო სასამართლოში                          12 ხმით

ნატო ხუჯაძე- თბილისის საქალაქო სასამართლოში                          12 ხმით

მერაბ ჯორბენაძე- თბილისის საქალაქო სასამართლოში                     13 ხმით