საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს.
გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს მიიღეს.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთები სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით მიიღება, 2019 წლის 17 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქეთევან ცინცაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.