ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი აირჩიეს

24 მარტი 2017

2017 წლის 24 მარტს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი  შოთა ქადაგიძე.

2017 წლის 23 მარტს შოთა ქადაგიძე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, ექვს კანდიდატს შორის, ოთხმოცდაათი ხმით აირჩიეს.

შოთა ქადაგიძე 1995-2000 წწ. სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაბარებლი აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, 2001-2006 წწ. იგი მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ, რა პერიოდშიც მიენიჭა პირველი კალასის მრჩევლის საკლასო ჩინი; 2007-2008 წწ. მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ; 2010-2013 წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე; ხოლო, 2013 წლიდან  ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას.