ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სტუმრობდა

04 ივლისი 2018

ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეებს შეხვდა. მათ სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე,  თავმჯდომარისა და შტატების სიმცირის საკითხზე ისაუბრეს.  გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია  მიაწოდეს.

შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.