2011 წლის 8 სექტემბერს, მედია საშუალებებით ეროვნული საბჭოს სახელით - როინ ხიჯაკაძის, ბიძინა გუჯაბიძისა და ტარიელ ლომინაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეისწავლა განცხადებაში მითითებული საკითხები და გამოარკვია, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან არ დასტურდება სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსის - გიორგი მიროტაძის, კონკრეტულ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოში არსებულ დავასთან კავშირი. მიგვაჩნია, რომ ტარიელ ლომინაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, სასამართლოს მიერ მისი მხარის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმამ (ვინაიდან იგი არ არის იურისტი და სასამართლომ ჩათვალა, რომ მას არ გააჩნია საკმარისი მონაცემები მხარის ინტერესების სათანადოდ დასაცავად). გარდა ამისა, ტარიელ ლომინაშვილი არა ეთიკური ქცევისა და სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მისი კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის გამო სასამართლო სხდომიდან იქნა გაძევებული.
აქვე საყურადღებოა, რომ ტარიელ ლომინაშვილის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა პირველი შემთხვევა არ არის. 2010 წლის 18 აპრილს იგი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით იქნა დასჯილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების შესაბამისად, როდესაც რუსთავის შს სამმართველოს მესამე განყოფილებაში იგინებოდა სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციისა და მთავრობის მიმართ და არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. აღნიშნულის მიუხედავად ტარიელ ლომინაშვილმა დახია ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და გააგრძელა უკანონო ქმედება. მითითებული დარღვევების გამო მას ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 90 (ოთხმოცდაათი) დღით.