ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირმა ტოგონიძე

ირმა ტოგონიძე

ირმა ტოგონიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1972 წლის 18 იანვარს ქ. ქუთაისში.

განათლება

1989 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N 1 საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2013 წელს ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

1996-2007 წლებში მუშაობდა სახელმწიფო მართვის ქუთაისის სამმართველოში სხვადასხვა პოზიციებზე: უფროს სპეციალისტად, იურიდიული განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ და იურიდიული სამმართველოს უფროსად.

2007-2011 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონულ ცენტრში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებზე: იურიდიულ საკითხთა სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილედ, იძულებითი ღონისძიების სამმართველოს უფროსად და აუდიტის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.

2011-2016 წლებში იყო შპს "ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს" დირექტორის მოადგილე საფინანსო და იურიდიულ საკითხებში.

2013-2018 წლებში მუშაობდა შპს"ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის" იურისტი.

2014-2018 წლებში მუშაობდა იურისტად საერთო სპეციალიზაციით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

2018 წლის იანვრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2020 დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.